იტალია ორთვიანი პოლიტიკური ჩიხიდან თავს აღწევს. მარტის არჩევნების შემდეგ, პირველად ახალი მთავრობის ფორმირებისკენ ნაბიჯები გადადგმულია.
იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის მანდატი ახალბედა პოლიტიკოსს, ჯუზეპე კონტეს მიანიჭა, რომელიც ევროსკეპტიკური პოპულისტური პარტიების ფავორიტია. მისი მიზანი, ეკონომიკური რენესანსის მიღწევაა, რისთვისაც პირობას დებს, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს იტალიის საგარეო ვალის მნიშვნელოვნად შემცირებაში დაარწმუნებს.