ახალი მოთხოვნები ავტომფლობელებისთვის

ავტომობილების მძღოლებს კიდევ ერთი ვალდებულება დაეკისრებათ. ტექნიკური შემოწმების დროს შეფასების კიდევ ერთი კრიტერიუმი იქნება, აქვს თუ არა მანქანას კატალიზატორი. საუბარია სპეციალურ მოწყობილობაზე, რომელიც ჰაერში გამონაბოლქვის მავნე ნივთიერებებს ამცირებს. თუმცა პრობლემაა კატალიზატორის ფასი. მოწყობილობა საკმაოდ ძვირი ღირს, რის გამოც მძღოლების ნაწილი 2020 წლიდან ასამოქმედებელ რეგულაციას ნეგატიურად ხვდება.