საქართველოს პირველი არხი ახალი სეზონიდან მაყურებელს ახალ მეგაპროექტს „შარქ თენქ საქართველოს“ სთავაზობს. სტენლი შოუსთან და „ბიზნესპარტნიორთან“ ერთად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით და ჩართულობით, გურჯაანის ტექნოპარკში, პოტენცურ აპლიკანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მეგაპროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ინფორმაცია პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პროექტში „შანქ თენქ საქართველო“ მონაწილეობის მიღების შესაძლება ეძლევა როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც აქვს ბიზნესიდეა, აპლიკაციის შევსება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ზემოთ.
„შარქ თენქ საქართველო“ „სონი ფიქჩერსის“ პოპულარული სატელევიზიო მეგაშოუა, რომლის საშუალებით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
შარქ თენქ საქართველო