„იუესაიდის“ პროექტმა, „ზრდა საქართველოში“ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასა და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტოსთან ერთად კულინარიული წიგნი „ეთნო ტაბლა“ წარადგინა.
წიგნი მკითხველს სთავაზობს რეცეპტებს ქვემო ქართლის მულტიკულტურული სამზარეულოდან. კულინარიული სახელმძღვანელო ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ შემუშავებული 30-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.