შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იწყება ქვეყნებში, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.
იტალიასა და ესპანეთში ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ბოლო პერიოდში ყოველდღე იკლებს, ამიტომ კვირის ბოლოსთვის იტალიაში საგანგებო წესების ეტაპობრივი გაუქმების გეგმის გამოქვეყნება დაანონსდა. ეპიდემიის პიკის გადალახვაზე ალაპარაკდნენ ესპანეთშიც. შეზღუდვების მოხსნას ჯერ არ ჩქარობენ დიდ ბრიტანეთში, ასევე საფრანგეთში და აშშ-ში, სადაც მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ 19“-ით ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და დაიღუპა.
არცთუ დამაიმედებელი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი პროგნოზი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართვის ადრესატები ის ქვეყნები იყვნენ, სადაც საგანგებო რეჟიმის გამარტივებაა მოსალოდნელი.