კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში.
ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ ის, რომ ინფიცირება იტალიაში ნამყოფ პირთან კონტაქტს უკავშირდება. შესაბამისად ამ დროისთვის ქვეყანას უკვე 24 ინფიცირებული ჰყავს. საეჭვოა კიდევ რამდენიმე შემთხვევა. მათ შორის არიან რომიდან გუშინ სპეც-რეისით ჩამოყვანილი მოქალაქეები, რომელთა ანალიზის პასუხები უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი.
ხვალ გვეცოდინება, გამოჯანმრთელდა თუ არა პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა. ირანიდან შემოსული მამაკაცის დღევანდელმა ანალიზმა დადებითი დინამიკა აჩვენა. მისი კლინიკაში დატოვების ან გაწერის საკითხი განმეორებითი კვლევის პასუხზეა დამოკიდებული. რისკების და „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა ზრდის გამო კიდევ უფრო მკაცრდება პრევენციული ზომები. საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი ემატება იმ ქვეყნების რიცხვს, საიდანაც დაბრუნება ავტომატურად თვითიზოლაციაში ყოფნას გულისხმობს.