ცოტა ხნის წინ კორონავირუსი კიდევ შვიდ ადამიანს დაუდასტურდა.
აქედან ოთხი შემთხვევა ახალ ამერიკულ კლასტერს უკავშირდება. სამი პაციენტი აჭარაში მკურნალობს. ახლა მთავარი კითხვაა, იცავდა თუ არა შვიდი მოქალაქე ანალიზის პასუხამდე იზოლაციის წესებს და გაზრდის თუ არა ე. წ. მეოთხეული გადაცემის რისკებს. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის უკვე 61 დადასტურებული ფაქტია. აქედან რვა გამოჯანმრთელდა. კრიტიკულად ფასდება მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა. მძიმედაა მიჩნეული კიდევ ოთხი პაციენტი. ორ დღეში ქვეყანაში სწრაფი ტესტირება იწყება. კორეული და ამერიკული წარმოების ტესტებით შესაძლებელი იქნება, რომ „კოვიდ 19“ დაავადების პირველივე დღეებში გამოვლინდეს. ეს კი დღემდე გამოყენებულ, ანუ ე. წ. პისიარ ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტებით შეუძლებელი იყო.