კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებლები იზრდება და 2 000-იან ნიშნულს უახლოვდება. გუშინდელთან შედარებით დღეს „კოვიდ-19“ თითქმის 100-ით მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი, რომელთა შორის 27 და 31 წლის ინფიცირებულები არიან. მზარდი სტატისტიკის ფონზე ძალაში შედის ახალი შეზღუდვები. ღია სივრცეში პირბადის არ გამოყენების გამო მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება. ახალი რეგულაცია წესდება რესტორნების მუშაობაზე, დიდ ქალაქებში კი სწავლა კვლავ ონლაინ-ფორმატზე გადადის. პრემიერის შემდეგ კოვიდ-დადებითი აღმოჩნდა ეკონომიკის მინისტრი. იზოლაციაშია განათლების მინისტრი.