ბოლო ერთ დღეში კორონავირუსმა კიდევ ცხრა ადამიანი იმსხვერპლა. მძიმე და კრიტიკული პაციენტების სამართავად აჭარასა და იმერეთში სპეციალური ბრიგადები იგზავნება. სამი ასეთი ჯგუფი იმუშავებს თბილისში. ინფექციონისტებით, რეანიმატოლოგებით და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ბრიგადები იმ კლინიკებს დაეხმარებიან და შეამოწმებენ, რომლებიც კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში ახლა ჩაერთვნენ. ქვეყნის მასშტაბით დღიური მაჩვენებელი ისევ 500-ს ასცდა და 569 შეადგინა. მცირედი კლებაა თბილისში და ოდნავი მატებაა აჭარაში, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა იმერეთის რეგიონში.