ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 

თბილისში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატებაა.

დღიური მაჩვენებელი სამნიშნა ციფრს მიუახლოვდა. დედაქალაქში გამოვლენილ 99 ინფიცირებულს შორის ერთი პირველკლასელია, რის გამოც მთაწმინდის რაიონში მდებარე 21-ე სკოლაში საგანგებო ზომების მიღება გახდა საჭირო. გუშინდელთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დაავადებულთა რაოდენობამ 29-ით იკლო და ის 549 შეადგენს. მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა აჭარაშიც. ყველაზე მაღალი რისკის ზონებში მკურნალობის პროცესს ადგილზე ეცნობა კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც უახლოეს პერიოდში ეფექტური ორი ანტივირუსული პრეპარატის მიღებას აანონსებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი პირველად საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც წინა კვირას გადადგომას აპირებდა.