საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა.
ახალი შემთხვევა ისევ იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ პირთან კონტაქტს უკავშირდება. პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან 15 დღის შემდეგ ქვეყანას უკვე 25 პაციენტი ჰყავს. საეჭვო სიმპტომის მქონე 7 მოქალაქის ანალიზის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან უახლოეს საათებში უნდა ველოდოთ. დამაიმედებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ გუშინ ღამით გამოკვლეული 17 შესაძლო შემთხვევიდან „კოვიდ-19“ არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. მათ შორის არიან რომიდან სპეც-რეისით ჩამოყვანილი მოქალაქეები. 25 ინფიცირებულს შორის გაუარესების ნიშნები არცერთ მათგანთან ფიქსირდება. დადებითი დინამიკა შეინიშნება იმ პაციენტთან, რომელიც დღემდე ყველაზე მძიმედ მიიჩნეოდა.