დაავადების გავრცელების შეჩერებას ჯერ ვერ ახერხებენ იტალიაში. ქვეყანაში კოვიდ19-ით დაღუპულთა მაჩვენებელმა ჩინეთის სტატისტიკას გადააჭარბა. ზომები მკაცრდება გერმანიაში, კომენდანტი წესდება ნიცაში, რომლის მერი ახლა სწორედ კორონავირუსს ებრძვის. შემთხვევებმა მკვეთრად იმატა შვეიცარიაშიც. ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა რუსეთში. კლების ტენდენცია დღეს მხოლოდ ჩინეთში ნარჩუნდება – ქვეყანაში, საიდანაც ახალი ვირუსი გავრცელდა. მსოფლიო მასშტაბით კოვიდ 19-ით დაავადებულთა საერო მონაცემი 200 000-ს გადასცდა.