ახალი კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე 

კორონავირუსი და ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები: სავალუტო ბაზარზე სიტუაცია ყოველდღე უარესდება.

დღეს ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ლარის მკვეთრ ვარდნას სწორედ „კოვიდ 19“-ის გავრცელების გამო შექმნილ გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებს. ცენტრალური ბანკი ბოლო ერთ თვეში უკვე მესამე ინტერვენციისთვის ემზადება.

უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს პერიოდში ლარის შედარებით დასტაბილურებას და რა ზომებს იღებს მთავრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი კერძო სექტორის ხელშესაწყობად, – დეტალებს მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა.