საქართველოში დღეს კორონავირუსმა კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
იზრდება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა რიცხვი და ამ მომენტისთვის მათი რაოდენობა 25-ს შეადგენს. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 300-ს მიუახლოვდა. დაფიქსირდა 298 ახალი შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო დღეებში მონაცემები სტაბილურია და საშუალოდ 250-დან 300-მდე მერყეობს. აჭარის შემდეგ საყურადღებო ზონებია გურია, იმერეთი, სამეგრელო. მარტო ზუგდიდის რაიონში ერთმა მასწავლებელმა 14 მოსწავლე დააინფიცირა, რის გამოც სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
უახლოეს პერიოდში დაავადებათა კონტროლის ცენტრი დღიური მაჩვენებლების 500-მდე მატებას არ გამორიცხავს.