ახალი კორონავირუსი - ვითარება რეგიონში

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სომხეთში. გარდაცვლილია 10 პაციენტი. 3 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანას სულ 27 320 ინფიცირებული და 469 გარდაცვლილი ჰყავს. დღემდე ვირუსისგან განკურნება შეძლო 15 500-მდე ადამიანმა.

665 000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რუსეთში. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 9 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 430 000-მდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა. სულ თურქეთში კორონავირუსი 202 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5 167 ინფიცირებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 176 965 შეადგინა.

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით რვა ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთ დღეში, ქვეყანაში ვირუსისგან 364 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის, საავადმყოფოებში 8 000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 18 684 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 228 ადამიანი, ვირუსისგან 10 425 პაციენტი განიკურნა.