აჭარაში დამატები ზომების მიღება ხდება საჭირო. რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და შესაბამისად, კლასტერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც დღეიდან ეპიდემიოლოგიური კონტროლი მკაცრდება. იწყება რეგიონში შემსვლელთა და გამომსვლელთა თერმოსკრინინგი, რისთვისაც სპეციალური პუნქტები მოეწყობა. მარტო დღეს აჭარაში 144-მა ადამიანმა ლაბორატორიებიდან პისიარ-ტესტზე დადებითი პასუხები მიიღო. ისინი ძირითადად უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც. აჭარაში ჩავიდნენ ვიცე-პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი, ადგილზე იმყოფება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც. მთავარი ყურადღება ბათუმზეა გადატანილი, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრშია. ინფიცირებულთა ფართო საკონტაქტო წრიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში შემთხვევების მატებაა ნავარაუდები.
მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად ქვეყნის მასშტაბით ერთადერთ წითელ ზონაში, „კოვიდ-19“-ის მართვაში ახალი კლინიკები ჩაერთვებიან. სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებებში განათავსებენ პაციენტების ნაწილს შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად. რეგიონში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, გადაწყდა საწოლების ფონდის გაზრდაც. მიღებული პრევენციული ზომების მოუხედავად, აჭარაში მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.
პირდაპირ ეთერში ვრთავთ ბათუმს და „მოამბის“ კორესპონდენტ მერაბ წულუკიძეს.