ახალი კორონავირუსი - პრევენციული ღონისძიებები  

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი ფაქტია გამოვლენილი. ორიდან ერთი შემთხვევა ე.წ. მესამეულ გადაცემას, მეორე კი ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტს უკავშირდება. დაავადებულთა რაოდენობის ზრდის მოლოდინის ფონზე, მზადყოფნის რეჟიმი ძლიერდება ჰოსპიტალურ სექტორში.

ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირებულებს შვიდ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ. საწოლებსა და შესაბამის სამედიცინო აღჭურვილობას ამზადებენ სხვა კერძო კლინიკებიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრი შექმნილ ვითარებაში მთავარ ამოცანად „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა მასშტაბური ზრდის თავიდან აცილებას მიიჩნევს.