ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს პანდემიად აცხადებს.
ევროპა ზომებს ამკაცრებს. კორონავირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია, შემთხვევებმა მკვეთრად იმატა გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. დღეს ყველა გერმანიის კანცლერის გამოსვლას განიხილავს, რა დროსაც მერკელმა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის 70%-ის ინფიცირება ივარაუდა.
საშიში ინფექციისგან თავდასაცავად სამკვირიანი კარანტინი ცხადდება უკრაინაში და შეზღუდვები წესდება პოლონეთში. ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსის ახალი ტიპი გავრცელდა. თითქმის სამთვიანი იზოლაციის შემდეგ ხუბეის პროვინციაში შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება.