„ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ და „დადიანების სასახლეების საგანძური“.
ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ორი კრებული გამოვიდა. გამოცემების პრეზენტაციას განათლების მინისტრი ესწრებოდა. გიორგი კალანდიას ავტორობით მომზადებული ორენოვანი კრებული „ბრიტანული წყაროები“ 200-ზე მეტ უცნობ ფაქტს და 196 ილუსტრაციას აერთიანებს. „დადიანების სასახლის საგანძური“ ამ სახელწოდების ალბომი კი 200-ზე მეტ ფოტოს მოიცავს.