ახალი ინტერნეტგვერდის პრეზენტაცია

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ახალი ინტერნეტგვერდის პრეზენტაცია გამართა.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, საიტზე ყველა დარღვევის და საჩივრის დაფიქსირებაა შესაძლებელი. ასევე, შტაბმა სპეციალური ალგორითმი შექმნა, რომელიც ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკის ანალიზის და სხვა ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ შეძლებს იმ უბნების გამოვლენას, რომლებშიც იგეგმება გაყალბება.

ვებ-პლატფორმაზე „ერთობა 2018“ საჩივრების ატვირთვის ინსტრუქცია შტაბის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან განმარტა.