ერთი დასრულებული და ერთი დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი.
ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. მაგისტრალური ორზოლიანი გზა საერთაშორისო სტანდარტებზეა გათვლილი, იწყება მახინჯაურში და სრულდება ხელვაჩაურში. ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა ნიშნავს, რომ ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობა და საცობები მნიშვნელოვნად განიტვირთება. მანამდე ზღვისპირა ქალაქში სატრანზიტო ტრანსპორტიც მოძრაობდა, რაც განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე გადაადგილებას მკვეთრად აფერხებდა და საცობებს ქმნიდა. პრეზენტაცია იყო დღეს ქუთაისშიც. მალე ქუთაისის საერთშორისო აეროპორტში დიდი ზომის საჰარო ხომალდების მიღება და შესაბამისად, შორი მანძილებიდან ახალი მიმართულებების დამატება იქნება შესაძლებელი. იწყება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.