უნივერსიტეტის ქუჩას ქავთარაძის ქუჩასთან მალე ახალი გვირაბი დააკავშირებს – გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. გვირაბის მშენებლობის დასრულება მომავალი წლის დასაწყისისთვის იგეგმება. ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია.