რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, არსებული გვირაბის პარალელურად, ახალი გვირაბი გაიჭრა. ის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს და მისი სიგრძე 1 800 მეტრია. ეს იქნება ყველაზე გრძელი გვირაბი ქვეყანაში. ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83 ხიდი.