საქართველოს ეროვნული ბანკისა და „იუსეიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მონაწილეობით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ბიზნესტრანზაქციების გაციფრულებასა და ე.წ. სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
აქცენტი გააკეთეს ქართულ გარემოსა და შესაძლო პერსპექტივებზე ამ მიმართულებით. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმაც. სებასტიან მოლინეუსის თქმით, მსოფლიო ბანკი და საქართველო უკვე წლებია, პარტნიორები არიან, ამიტომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი საქართველოს დაეხმარებიან.