შოთა რუსთაველზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. ეს არის ქართულ-გერმანული პროდუქცია, რომელმაც მაყურებელს ცნობილი პოეტის თანამედროვეობა უნდა გააცნოს. სრულმეტრაჟიანი ნამუშევრისთვის გადაღებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. მთავარი გმირი გერმანელი მკვლევარია, რომელიც რუსთაველის შემოქმედებას კარგად იცნობს.