სიახლეებია პირველ არხზე.
დილის გადაცემა ახალი სტუდიიდან და უფრო მრავალფეროვანი პროგრამით გადის ეთერში. განახლებული სტუდიები აქვს კიდევ რამდენიმე გადაცემას. ტელევიზიაში ტექნიკური გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს.
ახალ დღესთან ერთად უკვე ორი დღეა ახალი სტუდიიდან გადის ეთერში „ტაიმ აუტი“, „პირადი ექიმი“ და „დღის კოდი“. მათ შორისაა „ბიზნესპარტნიორიც“, რომელიც ეკონომიკურ სიახლეებს ტრადიციულად ყოველდღე 18 საათსა და 30 წუთიდან შემოგთავაზებთ.