ახალი დღე - 6 მაისი, 2020
- დღეს, ჯორჯ ქლუნის დაბადების დღეა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კარიერა 90-იანი წლებში დაიწყო, მას შემდეგ არა ერთი ჯილდო, როგორც სატელევიზიო, ისე კინო სამყაროში მოიპოვა, მათ შორის არის სამი ოქროს გლობუსი და ორი ოსკარი. მისი სახელით არანაკლებ დაინტერესებული იყო ყვითელი პრესაც, მისი რომანები ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთან მუდმივად განხილვის საგანი იყო. ჯორჯ ქლუნის კინოკარიერის შესახებ, კი გვანცა გიორგაძე მოგიყვებათ.
ავტორი: გვანცა გიორგაძე
- ხალხის ეროვნული წინამძღოლი ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში, რომლის შეძენილი სახელი სანსკრიტში როგორც „დიდსულოვანი“ იშიფრება – მაჰათმა განდი რუბრიკაში #კულტინფო
ავტორი: ანა აბაკელია
- „Take me as I am“ – ევროვიზია 2020-ზე წარდგენილი სიმღერა საქართველოდან, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვაში, მსმენელმა საუკეთესოდ აღიარა – სიმღერის ავტორი და შემსრულებელი, თორნიკე ყიფიანი პირდაპირი ჩართვით #ახალდღეში
სტუმარი: თორნიკე ყიფიანი – მომღერალი, საქართველოს წარმდგენი ევროვიზიაზე
- „ქოლგა თბილისი ფოტო 2020“-ის ნომინაციის „კონცეპტუალური ფოტოპროექტი“-ს გამარჯვებული ფოტოგრაფის რეკომენდაციები – ლიკა ევგენიძის რუბრიკაში
სტუმარი: გიორგი შენგელია – ფოტოგრაფი
ავტორი: ლიკა ევგენიძე
- დღეს, ისე როგორც არასდროს, ვიცით ხელების დაბანის მნიშვნელობა, თუმცა მეცნიერმა, რომელმაც ეს პირველმა აღმოაჩინა, სიცოცხლე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაასრულა – ნახეთ ხელების დაბანის ისტორია რუბრიკაში #მეცნიერება
ავტორი: ნინო იმნაიშვილი
- როდის გავიკეთებთ სასურველ ვარცხნილობას, ჩავიტარებთ ჩვეულ პროცედურებს და რა რეკომენდაციები და მოთხოვნები უნდა დაიცვან სილამაზის სალონებში – მთავრობის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, სალონების ფედერაციის პრეზიდენტი, თამუნა შარაშენიძე, პირდაპირი ჩართვით „ახალ დღეში“
სტუმარი: თამუნა შარაშენიძე – საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი
- რუს კომპოზიტორთა დიდ ხუთეულში ის არ შედიოდა, თუმცა ნებისმიერზე გაცილებით მაღლა იდგა დასავლური აზროვნების გამო. მისი მუსიკა საერთაშორისო ელემენტებისა და ეროვნული სახალხო მელოდიების ბრწყინვალე ნაზავია.
პეტრე ჩაიკოვსკი – ლადო ტატიშვილის მუსიკალურ რუბრიკაში
ავტორი: ლადო ტატიშვილი
ახალი დღე