თბილისი-ბათუმის ავტობანის მშენებლობის პარალელურად, ინტენსიურად გრძელდება თბილისი-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობაც.
ოთხზოლიანი საავტომობილო გზის პირველი მონაკვეთი დღეს გაიხსნა და ის სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ახალი გზა გვერდს უვლის რამდენიმე სოფელსა და დასახლებას. მგზავრებს კი შესაძლებლობას აძლევს დანიშნულების ადგილზე ბევრად ნაკლებ დროში ჩავიდნენ. კახეთის 4-ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის, საერთო ჯამში, 85 კმ- სიგრძის ახალი გზა აშენდება.