დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ, ისრაელის პროკურატურა ბრალის წარდგენას გეგმავს. საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას.
ისრაელის პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის აღნიშნული თანხა, 2007-2009 წლებში მიიღეს. პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და გერმანიაში, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით ერთმანეთში ინაწილებდნენ.
„თაიმს ოფ ისრაელი“ – ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს