დედაქალაქში დამატებით ახალი, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებისა და „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა. მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის ახალი მანქანების პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა გამართა. ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი. ავტობუსები დიზელის ძრავაზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.