თბილისს მალე დამატებით 25 18-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება – პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. კახა კალაძემ ისაუბრა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე და განმარტა, რომ მთავარი პრიორიტეტი თბილისში ავტობუსების პარკის სრულად განახლებაა. ამჟამად, დედაქალაქში „მანის“ მარკის 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსია შემოყვანილი.
მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.