დედაქალაქში კიდევ 40 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.
ძველი მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება 9 ხაზზე მოხდა. ავტობუსები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად წარადგინა.
ავტობუსები დიზელის ძრავზე მუშაობს. გათვლილია 53 მგზავრზე. ტრანსპორტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის და მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს.