ბათუმს დამატებით 25 „EURO-6“ ტიპის 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატა. ავტობუსით 100 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. 2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის რვა ელექტროავტობუსია. აგვისტოში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული მიკროავტობუსი შეემატა, რომელიც ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას ემსახურება.