ელენე დარიანის ფსევდონიმით გამოცემული ლექსები ანიმაციური ფილმის შექმნის წყაროდ იქცა.
საუბარია დარიანული ციკლის ავტორის და ცნობილი ქართველი პოეტების მუზად მიჩნეული ადამიანის ლექსებზე, რომლებიც თოჯინურ ანიმაციაში გააცოცხლეს. ნამუშევარი სასიყვარულო ურთიერთობაზეა აგებული.
თოჯინურმა ანიმაციამ საფესტივალო ცხოვრება უკვე დაიწყო. ქართველი მაყურებელი ანიმაციას 29 მარტს იხილავს. პრემიერა კინოთეატრ ამირანში გაიმართება.