ახალი ა(ა)იპ-ი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ახალი ა(ა)იპ-ი იქმნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამეწარმეო იურიდიული პირი „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“, მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას.