ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ. გზის საფარის მოწესრიგების პარალელურად, მათ აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის მზადდება, მათივე თქმით, სამუშაოები ხელოვნურად იწელება და მოუწოდებენ თბილისის მერს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს სამუშაოების დასრულება.