თბილისის საკრებულოში ახალგაზრდა კინომოყვარულთა მე-15 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. „თბილისურ აისში“ მონაწილეობა 7 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში ნაჩვენები იყო კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 65-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. ფილმების ავტორები 8-დან 21 წლამდე მოზარდები არიან. ფესტივალის სამ გამარჯვებულს საჩუქრები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა.