„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შუალედური ანგარიში

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 27 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. საია-ში ამბობენ, რომ სწორედ 27 აგვისტოს ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი და, შესაბამისად, ამოქმედდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური წესები.

როგორც საიას თავმჯდომარე ამბობს, საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანმდევი გამოვლინებები.