ინოვაციური გამოგონებები და ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის მომავალს ქმნიან. ახმეტის ტექნოპარკმა ახალი პროექტები დააფინანსა. გამოგონების ავტორებმა ახლა უკვე საკუთარი ნაშრომების სამუშაო პროექტები უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც სტარტაპის ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება მოუწევთ.