„ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნა

ლისის ტბის საქმეზე, მამუკა ხაზარაძის მოწმის სტატუსით დაკითხვას და რამაზ ახვლედიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ „ახალგაზრდა ადვოკატები“ და თავად ბიზნესმენი.

ადვოკატის თქმით, საქმე წარმოებაში პრეცედენტული სტატუსით უზენაესმა სასამართლომ უკვე მიიღო და ამ დავის პოლიტიკური ბრძოლის მოტივით წარმოჩენა არასწორია. მისივე თქმით, თუ საქართველოში ლისის ტბის საქმის განხილვა სწორი მიმართულებით არ გაგრძელდა, ის სარჩელით საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.