ახალ კალედონიაში შიდა დაპირისპირების და არეულობის ჩახშობას საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს, რომელიც რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის ზღვისიქითა კუნძულოვან ტერიტორიაზე ჩავიდა. ემანუელ მაკრონი არსებულ ვითარებას აჯანყებად აფასებს და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს მართავს. საფრანგეთის ყოფილ კოლონიაში, რომელიც დღეს განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს, საარჩევნო ცვლილებებს აპროტესტებენ. ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობა, კანაკები კანონის მიღმა მათი მარგინალიზების საფრთხეს ხედავენ. მასშტაბური გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, არის მსხვერპლია, დაშავებული და დაკავებულია ათეულობით მოქალაქე, დამწვარი და გაძარცულია შენობები. თავდასხმის ობიექტი გახდა არაერთი სახელმწიფო დაწესებულება. საგანგებო ზომების ამოქმედების შემდეგ ახალი კალედონიიდან ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს.