ოთხდღიანი პრობლემის შემდეგ, ახალ გუდაურში წყალმომარაგება სრულად აღდგა. 11:00 საათიდან, წყლის მიწოდებაზე პრობლემა აღარ ყოფილა. ტურისტული სეზონის პიკზე ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა ოთხი დღის წინ შეიქმნა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყლის სტაბილური მიწოდებისთვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა.