პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანის მოხმარება 21 წლის ასაკიდან უნდა იყოს ნებადართული. მისი თქმით, მარიხუანის მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, უნდა განხორციელდეს მკაცრი რეგლამენტაცია. კონკრეტულად კი აკრძალვები უნდა დაწესდეს საჯარო მოწევაზე. მისი თქმით, არსებული რისკების შესახებ აუცილებლად სათანადო ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს რისთვისაც თანხა საგანმანათლებლო პროგრამებში უნდა ჩაიდოს. ჯანდაცვის კომიტეტი მოთხოვნას სექტემბერში, ბიუჯეტის განხილვის დროს დააყენებს.