საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე პატიმრობის გაუქმებას ეხება, არ ეთანხმება. როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, ის ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამის შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტში აქვს შეტანილი.
ნარკოტიკზე, რომელიც სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქმედებას არ იწვევს, პატიმრობა უქმდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელთან დაკავშირებით, 2 აგვისტოს მიიღო.