საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამერიკული ორგანიზაციების „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვები“ და „ბლუმბერგის ფონდი“ თამბაქოს კონტროლის პროგრამების ევრაზიის რეგიონის კოორდინატორს, ოლგა კნორეს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ელექტრონული სიგარეტის მავნებლობაზე და ზიანის შემცირების გზებზე ისაუბრეს. აკაკი ზოიძის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტი არანაკლებ ზიანის მომტანია და იწვევს ისეთ პათოლოგიებს, როგორიც სიმსივნეა.
ორგანიზაციები „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვები “და „ბლუმბერგის ფონდი“ თამბაქოს კონტროლის პროგრამების განმახორციელებელი ერთ-ერთ მძლავრი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ოპერირებს.