ამერიკელი მოცეკვავე, რომელმაც მსოფლიო ცეკვის ისტორია გადაწერა. აისედორა დუნკანი იყო ქალი, რომელმაც სახელოვნებო სამყაროში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია. მოცეკვავე მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში მოღვაწეობდა, აქვე დაწერა წიგნი „მომავლის ცეკვა“, სადაც ხაზი მის მიგნებებს გაუსვა. აისედორა დუნკანმა რადიკალურად უარყო იმდროინდელი კლიშეები კლასიკურ ბალეტში და შექმნა საცეკვაო ნომრები, რომლებიც ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედების გავლენას და ძველბერძნულ ტრადიციებს ეყრდნობოდა.
ახალი დღე