„აიცერი და მოიგე“ – ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში მთავარი პრიზი 100 000 ლარი გათამაშდა.
1 222 349 ვაქცინირებულ ადამიანს შორის ყველაზე იღბლიანი 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. იგი „ფაიზერის“ ვაქცინით ზაფხულში ბათუმში ყოფნის დროს აიცრა. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩატარდა. გამარჯვებულს ახალი წლის ღამეს მოგებული 100 000 ლარი საზეიმოდ დღეს, შობის დღესასწაულზე გადაეცა. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგე“ ამით დასრულდა.