აგვისტოს ომზე ერგნეთში ორი პროექტის პრეზენტაცია შედგა.
მემორიალური აქცია ფოტოგრაფ თაკო რობაქიძის ნამუშევრებით „ცხოვრება საქართველოსა და რუსეთის მოძრავ საზღვარზე“ გაიხსნა.
სტუმრებმა და პროექტის ავტორებმა მეხსიერების პორტალიდან ომგამოვლილი ადამიანების ისტორიები წაიკითხეს. ლია ჩლაიძის სახლში, სადაც მისი ინიციატივით, აგვისტოს ომის მუზეუმი დაფუძნდა, გაიხსნა გამოფენა.
მეხსიერების პორტალს გამომცემლობა „ინდიგო” და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა” წარადგინეს, რომელიც 2008 წელს ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს ინახავს.
ერგნეთში ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებიც ნახეს.