„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე ისაუბრა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ მაინც აუცილებელია, სამართლებრივად დადგინდეს ეს დანაშაულები, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მისივე თქმით, ეს პროცედურები აუცილებლად დაიწყება, როგორც კი „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.