რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, საერთაშორისო სასამართლოებში ოკუპანტის წინააღმდეგ მოგებული სამართლებრივი დავების შემდეგ, მმართველი გუნდი ახლა აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებების სამართლებრივი შეფასებისთვის ემზადება. ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმოწერა, კითხვები ომის მტკიცებულებების თაობაზე და გარე ძალების დავალებების გააზრებული შესრულება – ამ ბრალდებებით მოქმედი ხელისუფლება ყოფილს, ოკუპანტის სასარგებლოდ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებს და არჩევნების შემდეგ, საჯარო სამართლებრივი პროცესის დაწყებას გეგმავს.
მმართველი გუნდის ინიციატივას, აგვისტოს ომის გარშემო არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს, ოპოზიცია ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. ბრალდებების ადრესატ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მოქმედ ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოების იმ გაწყვეტილებებს ახსენებენ, რომელიც სწორედ ბოლო წლებში მიიღეს.